მთავარი საიტის რუკა
  
   
   

ქართულად      
  ხშირად დასმული შეკითხვები
 

  
  
    ხშირად დასმული შეკითხვები

ვის შეუძლია ისარგებლოს ბანკი კონსტანტას მომსახურებით?

- ბანკი კონსტანტას მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

როგორია წლიური საპროცენტო განაკვეთები ბანკი კონსტანტას მიერ გაცემული სესხებისთვის?

- წლიური საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს:  სესხის ტიპი, მოთხოვნილი თანხის მოცულობა, ვადა, მსესხებლის შემოსავალი და მისი საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის ისტორია.  ძირითადად, საპროცენტო განაკვეთები ინდივიდუალურია და კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად განისაზღვრება.

რა ვადაში გაიცემა სესხი?

- სესხის გაცემის პროცესი უმეტესწილად დამოკიდებულია თვითონ მსესხებელზე, საშუალოდ სესხის გაცემის პროცედურა განისაზღვრება 1-დან 3 სამუშაო დღის ვადით.

რა სახის საბუთები უნდა წარმოადგინოს მსესხებელმა იმისათვის, რომ ისარგებლოს სესხით?

- მსესხებელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, დანარჩენ პროცედურას საკრედიტო ექსპერტი მოაგვარებს.

რა სახის უზრუნველყოფაა საჭირო სესხის ასაღებად?

- უზრუნველყოფის საჭიროება დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და სასესხო პროდუქტზე. 17 000 ლარამდე და 10000 დოლარამდე სესხებს კონსტანტა ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე გასცემსთუ უზრუნველყოფა სავალდებულოა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც უძრავ-მოძრავი ქონება, ისე მესამე პირის თავდებობა

რა სახეობის ბიზნესს არ აფინანსებს ბანკი კონსტანტა?

- ბანკ კონსტანტას აქვს პოლიტიკა არ დააფინანსოს საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ: ცეცხლსასროლ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, თამბაქოს ნაწარმს, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს. არ ფინანსდება სათამაშო ბიზნესი და საწარმოები, რომლებიც ზიანს აყენებენ გარემოს.