|
ბანკ კონსტანტასა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ბანკი კონსტანტა მოძრავი ქონებისა და უფლებების გირავნობის რეესტრის ელექტრონული პროგრამის პირველი ავტორიზებული მომხმარებელი გახდა. ამიერიდან ბანკი კონსტანტა უფლებამოსილი იქნება თავად გააფორმოს მოძრავი ქონების გირავნობა კრედიტის გაცემის დროს, რითიც უზრუნველყოფს კლიენტების უფრო დაჩქარებულ და გამარტივებულ მომსახურებას. |